ტრენინგის მეცხრე დღე
დღეს გავიარეთ მერვე მოდული. ვნახეთ ჯგუფის მონაწილეების მიერ შექმნილი პორთფოლიოს დასრულებული ვერსიები. გავაკეთეთ უკიკავშირები, ვისწავლეთ მისი ატვირთვა ბლოგზე და შევაჯამეთ ტრენინგი.
დასრულდა ინეტელის პროექტებით სწავლების ცხრადღიანი, მეტად დატვირთული და საინტერესო ტრენინგი. რომლის საფუძვლიანი შესწავლა და სასწავლო პროცესში დანერგვა საშუალებას მომვცემს სასწავლო აქტივობები დავუკავშირო ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს. მისი საშუალებით მოსწავლეები შეიძენენ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, განივითარებენ აზროვნების მაღალი დონეებს და ხელი შეეწყობათ ჩამოყალბდნენ ისეთ პიროვნებებად, რომელიც საჭიროა 21 საუკუნისათვის. ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის ის დახმეხმარება , რომ სასწავლო პროცესი იყოს მეტად საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული, შემეცნებითი, რაც მოსწავლის სწავლისადმი მოტივაციის ამაღლების საწინდარი.
ინტელის მოდულები დამეხმარება სწორად, კარგად, მარტივად და მიზნობრივად გავწერო პროექტის საფეხურები. ტრენონგზე წრმოდგენილი მასალა დატვირთულია ისეთი აქტივობებით, რომლებშიც დაწვრილებით არის გაწერილი გასახორციელებელი თიოეული ეტაპი, თუმცა აუცილებელია ტრენერის დახმარება და სწორი გეზის მიცემა, რადგან საკითხი უფრო მარტივად და კარგად იყოს გაგებული. უნდა ავღნიშნო ჩვენი ტრენერის, ქალბატონი დიანა მიქაძის, დიდი დახმარება, რომელმაც საშუალება მომცა ყველა შესასრულებელი დავალება და შესაქმბელი რესურსი უფრო ადვილად და სწორად შემესრულებინა.
პროექტებით სწავლა ხელს უწყობს მოსწავლის შემოქმედებითი წარმოსახვისა და ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენების უნარის განვითარებას, შესასრულებელი სამუშოს არჩევითობის საშუალებას იძლევა.
პროექტებით სწავლა მოითხოვს სხვადასხვა პედაგოგებთან ერთობლივ საქმიანობას, ურთიერთთანამშრომლობას, აზრთა და გამოცდილებათა გაზიარებას.
· ტრენინგის დროს :
შევქმენი პირტფოლიოს საქაღალდეები, რომელიც ხელს შემიწყობს სხვადასხვა დოკუმენტები და მასალები დავალაგო გარკვეული სტუქტურის მიხედვით, რაც საშუალებას მოგვცემს შევინახოთ და მარტივად მოვძებნოთ პრიოექტის მსვლელობისას შექმნილი მასალები.
· განვსაზღვრე პროექტის თემა.
· განვსაზღვრე მიზანი;
· გამოვყავი ესგ-ის ის ინდიკატორები რისი მიღწევა ცმინდა პროექტის ფარგლებში
· შევქმენი ბროშურა პროექტის მოკლე მიმოხილვით, ძირითადი აქტივობებითა და მიზნების ჩამონათვალით.
· ჩამოვწერე ზოგადი, თემატური და შინაარსზე ორიენტირებული კითხვები
· გავეცანი პორტფოლიოს ჩეკლისტებს, რამაც საშუალება მომცა სწორი მიმართულებით წარმემართა პროექტი.
· მიზნის მისაღწევად შევარჩიე აქტივობები;
· შევქმენი ის დამხმარე რესურსები, რომელიც დამჭირდება პროექტის ფარგლებში.
· ეტაპობრივად გავწერე პროექტის ნაბიჯები:
· აქტივობებში გავითვალისწინე მოსწავლეთა ინტერესები, ინდივიდუალური შესაძლებლობები და განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ბავშვები.
· შევადგინე შეფასების რუბრიკები , კრიტერიუმები და ფორმემები.
· ავაწყვე პროეტის საპრეზენთაციო ფორმა pover point-ის პროგრამაში.
· ამავე პროგრამაში ავაწყვე მოსწავლის საპრეზეტაციო მასალა, შეფასებისა და მითითებული ჩეკლისტების გათვალისეინებით,
· შევავსე პროექტის ფარგლებში მოცემული ცხრილები;
· შევქმენი ბლოგი და ავტვირთე პროექტის საქაღალდეები.
· ვისწავლე თუ როგორ უნდა დავიცვა საავტორო უფლებები.
· როგორ უნდა მივაწოდო მოსწავლეებს საძიებო სისტემაში მოსაძიებელი მასალა.
ვთვლი, რომ ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო, ბევრი საკითხი გასაგები,მისაღები და საყურაღებოა. ჩემი ნაშრომები შეძლებისდაგავარად შეესაბამება შეფასების რუბრიკებს. მივიღე უკუკავშირები, რაც დამეხმარება შემდგომში პროექტის დაგეგმვაში. ვფიქრობ, რომ სამომავლოდ რიგ საკითხებზე მეტად მჭირდება დაფიქრება, ჩაღრმავება და პროექტის ეტაპების სწორად გაწერა.
მადლობა ჯგუფის წევრებს, ტრენერს და პროექტის ავტორებს სრულყოფილად მოწოდებული მასალის შექმნისათვის!
No comments:
Post a Comment