Sunday, September 22, 2019

ტრენინგის  პირველი - მეორე  დღე

გავეცანი   პროექტის მონაწილეებს.  პროექტის ხელმძღვანელმა  გაგვაცნო  ელექტრონული წიგნი, ინტელის ძირითადი კურსი და გაგვაცნო სახელმძღვანელოზე მუშაობის მეთოდები, რაც მოგვეხმარება პროექტის წარმატებით განხორციელებაში.ვგრძნობ, რომ ბევრი შრომა დაგვჭირდება . მოხარული ვარ ,  რომ ვიღებ  მონაწილეობას ამ პროექტში. საკმაოდ  ბევრი ინფორმაცია მივიღეთ პირველივე ტრენინგზე. იმედია დავძლევთ სირთულეებს. ყველა მონაწილეს და ტრენერს ვუსურვებ წარმატებებს.    
  
   მეორე დღე  უფრო პროდუქტიული აღმოჩნდა. პრაქტიკულად  განვახორციელეთ წინა ტრენინგზე მიღებული ცოდნა. შევქმენით მოდულის  საქაღალდეები იმისათვის რომ პროექტის მსვლელობისას შევინახოთ  ჩვენს მიერ შექმნილი მასალები და ავტვირთოთ იმ ბლოგზე,რომელიც ამ ტრენინგზე შევქმენით.  შევქმენით და ვისწავლეთ გუგლდრაივის გამოყენება და ავტვირთე ჩემი შექმნილი პორთფოლიო. დავათვალიერეთ ეროვნული სასწავლო გეგმის პორტალი  და  განვიხილეთ ჩვენთვის სასურველი საფეხურის კომპონენტები. ვნახე და დავათვალიერე მზა რესურსები, რითაც ვიხელმძღვანელებ პროექტის  განხორციელებისას.                 


                     

No comments:

Post a Comment