ტრენინგის მეოთხე დღე
ტრენინგის მეოთხე დღე; დღეს დავასრულეთ მოდული 2. კიდევ ერთხელ განვიხილეთ მიმართულების საკვანძო კითხვები. გადავედით აქტივობა- 3ზე. გავეცანით შეფასების ხუთ სტრატეგიას, რომელთა მეთოდები და ინსტრუმენტები მოსწავლეებს და მასწავლებელს დაგვეხმარება პროექტის მსვლელობისას წარმატებულ ურთიერთთანამშრომლობაში დადებითი შედეგის მისაღწევად.
მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროებების შეფასების სტრატეგია გვეხმარება ახსნამდე მოსწავლის საჭიროებების შესაფასებლად და წინარე ცოდნის შესასწავლ საკითხთან დასაკავშირებლად.
წახალისების, თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარის შესაფასებელი სტრატეგია გვეხმარება, შევაფასოთ, თუ რამდენად დამოუკიდებლად ართმევენ თავს ბავშვები საკითხის შესწავლას და ურთიერთთანამშრომლობას.
პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიები მოგვეხმარება , თუ როგორ პროგრესირებს მოსწავლე პროექტის განხორციელების პროცესში. როდის და სად სჭირდება დახმარება. ხდება დაკვირვების დოკუმენტირება.
გაგების შემოწმებისა და მეტაშემეცნების წახალისების სტრატეგია ორიენტირებულია მოსწავლის გაგებისა და წინსვლის შესამოწმებლად. ამ სტრატეგიით მკაფიოდ დავუსვათ კითხვები, რას და როგორ სწავლობენ პროექტის მსვლელობისას
.გაგებისდა უნარების დემონსტრირების სტრატეგია ითვალისწინებს პროექტის დასრულებისას მოსწავლეების გაგებისა და უნარის შესამოწმებლად., ეს სტრატეგია იყოფა კიდევ ორ სტრატეგიად: პროდუქტები და შესრულება.
პორთფოლიო და მოსწავლეთა კონფერენცია.
მოცემულია საკმაოდ ვრცელი მასალა, რაც გვაძლევს პროექტის განსხვავებული მიზნების,სტრუქტურის და შედეგების გამოყენების გააზრების შესაძლებლობას.
ვისწავლეთ ფოტოების ბლოგზე ატვირთვა.
No comments:
Post a Comment